Thursday, May 20, 2010

1. პროექტის სახელი – „ჩვენი ისტორიიდან“

 2. პროექტის მოკლე აღწერა – მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას აღნიშნული თემის შესახებ, კერძოდ მათ ევალებათ ინტერნეტის ბიბლიოთეკის მეშვეობის ისტორიისა და ლიტერატურის გამოყენებით კავკასიის ადგილმდებარეობის, საქართველოს კუთხეების, ისტორიული მონაკვეთების, საქართველოს მეფეების, დავით აღმაშენებელის მეფობის პერიოდის ქართულ ენაზე ინფორმაციის შეგროვება, რუკების შედგენა, ასევე უნდა მოიძიონ ფოტოები, ლექსები მათ შესახებ, შემდეგ ხდება მათი ნამუშევრების პრეზენტაცია.

 

3. პროექტის სრული აღწერა  – მოსწავლეები იკვლევენ და მუშაობენ სად მდებარეობს კავკასია, საიდან მოდის ქვეყნის სახელწოდება საქართველო, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ძველი სახელწოდებები, საქართველოს კუთხეები, საქართველოში მცხოვრები ხალხის რელიგია, არქეოლოგების აღმოჩენები დაბა დმანისში, ლეონტი მროველი არგონავტების შესახებ, რა უკავშირდება ვახტაგნ გორგასალის სახელს, მაქსიმალური ცნობები დავით აღმაშენებელზე, სახელმწიფო სიმბოლოები, სახელმწიფო ენა, ეროვნული უმცირესობები.

    მოძიებლ ინფორმაციას და ფოტო მასალას განათავსებენ ინტერნეტში.

 

4. მონაწილეთა ასაკი: 12–13 წ

 

5. ვადები/ხანგრძლივობა:  3 გაკვეთილი

 

6. პროექტის აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიები, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, თვალსაჩინოებების, რუკებისა და ელ. ვერსიების შექმნა.

 

7. მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები გაიუმჯობესებენ კვლევის, ურთიერთთანამშრომლობის უნარებს, გაიღრმავებენ კომპიუტერთან  მუშაობის ცოდნას, ქართულ ენაზე გაეცნობიან იმ ეპოქისა და დროის ისტორიას, მოიძიებენ ფოტო და ვიდეო მასალას ინტერნეტის საშუალებით.

 

8. სარგებელი სხვებისათვის:  ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების პროცესის გაუმჯობესება, ტექსტის გაგების, მოსმეანისა და კითხვის, ზეპირმეტყველების უნარის განვითარება, გამოთქმის, სამეტყველო ფუნქციებისა და წერის უნარ–ჩვევების უკეთ სწავლება თვალსაჩინოებებზე დაყრდნობით.

 

 

 

 

 

 

9. სამუშაო ენა: ქართული.

 

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლე ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას, შესძლებს: კომუნიკაციას ქართულ ენაზე, ტექსტიების გაგებასა და მხატვრული ტექსტების შექმნას, ქართული ენის ცოდნის გაღრმავებასა და გამდიდრებას დამოუკიდებლად, თანაკლასელის ზეპირი მეტყველების გაანალიზებას და შეფასებას. მოსწავლეს ესმის წელთაღრიცხვის სისტემა, აკავშირებს მოვლენებსა და ფაქტებს ისტორიულ ეპოქასთან, განსაზღვრავს ისტორიული ობიექტებისა და ტერიტორიების ადგილმდებარეობას რუკაზე. მსჯელობს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

 

11. მონაწილეები  სხვა სკოლებიდან:

 

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:  ნაირა მაღალაშვილი,

 

13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nmagalashvili@gmail.com